გარი ლინეკერი
Aa
Aa

„რა საოცარი ფეხბურთელია“ | გარი ლინეკერმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა The Rest Is Football-ის პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლინეკერი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრას გამოეხმაურა და ქართველი გარემარბის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„გეტყვით, ვინ მომწონს. არ ვიცი, ცოტათი დაუფასებელია თუ არა, რადგან მედიაში ისე ხშირად არ ახსენებენ, როგორც უნდა ახსენებდნენ. ნუ, ახსენებენ, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისად არა. საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზე მაქვს. რა საოცარი ფეხბურთელია! ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ის უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს.“

ლინეკერის გარდა, პოდკასტის წამყვანები ალან შირერი და მაიკა რიჩარდსი არიან და „კვარაზე“ მაიკამაც ისაუბრა: „ეს ბიჭი ადრეც ვახსენე! ვახსენე და მახსოვს, ალანმა მითხრა: „კი, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ასეთი კარგიც არ არის.“ ხომ გითხარით! როდესაც ნაპოლიში იყო, მაშინ ვიცოდი, რას წარმოადგენდა. ყველას შეეძლო, ეს დაენახა. როდესაც სკუდეტო მოიგეს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.“

ლინეკერისა და რიჩარდსის საუბარში შირერიც ჩაერთო და „კვარაზე“ მოკლე კომენტარი გააკეთა: „საოცარი უნარები აქვს!“

ცნობისთვის, კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე იყო წარდგენილი. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას „წითლებთან“ გამართავს. ეს მატჩი 14 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი მუშაობს, რათა გუნდს დაუბრუნდეს“ | არნე სლოტის პრესკონფერენცია
„ალისონი მუშაობს, რათა გუნდს დაუბრუნდეს“ | არნე სლოტის პრესკონფერენცია