UFC 327 | პროხაზკამ და ულბერგმა წონა წარმატებით ჩააბარეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიების UFC 327-ის მთავარი მოვლენა ირჟი პროხაზკასა და კარლოს ულბერგის დაპირისპირებაა. ისინი ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ, რომელიც ალექს პერეირამ ვაკანტური გახადა.
ტრადიციულად, პარასკევს, აწონვების ცერემონია გაიმართა და ორივე მებრძოლმა სასურველი რიცხვი დააფიქსირა. პროხაზკა 92.07 კილოგრამს იწონის, ხოლო ულბერგი მასზე ოდნავ მძიმეა — 92.5 კილოგრამი.
UFC 327-ზე პაულო კოსტა საშუალო წონიდან ქვემძიმეში ავა და აზამატ მურზაყანოვს დაუპირისპირდება. ორივე მებრძოლმა ერთნაირი წონა დააფიქსირა — 92.98 კილოგრამი. ამავე წონაში, კიდევ ერთი საინტერესო ჩხუბი გველოდება — დომინიკ რეიესი ჯონი უოკერის წინააღმდეგ. ორივე მათგანი 92.98 კილოგრამს იწონის.
ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც წონა ვერ ჩააბარა კრის პადილია გახლავთ, მაგრამ მისი და მარკელ მედეროსის ჩხუბი მაინც გაიმართება. UFC 327-ზე ასევე ვიხილავთ: კურტის ბლეიდსი VS ჯოშ ჰოკიტი, პატრისიო ფრაირე VS აარონ პიკო, კელვინ გასტელუმი VS ვისენტე ლუკე, მატეუშ გამროტი VS ესტებან რიბოვიჩი.