ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„100 სატელეფონო ზარი მივიღე“ | თოფურიამ მახაჩევთან ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ YouTube-ის არხს, One on One MMA-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი მებრძოლი „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე მასთან ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა.

„შეიძლებოდა, სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის შანსი მიმეღო, რეალურად ეს უნდა მომხდარიყო კიდეც. ჯასტინ გეიჯისთან ორთაბრძოლის ჩანიშვნამდე მქონდა ინფორმაცია, რომ ისლამ მახაჩევთან უნდა მეჩხუბა.

დენა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების მონაწილეებს მალე გამოაცხადებდა და UFC-ისგან მიღებულ სატელეფონო ზარზე დაყრდნობით ვიცოდი, რომ მახაჩევს ვხვდებოდი, რადგან პირველი ჩხუბი, რომელიც მათ შემომთავაზეს, ისლამის წინააღმდეგ იყო.

დავიძინე და შუაღამეს ჩემი მენეჯერისგან და UFC-ისგან, ალბათ, 100 სატელეფონო ზარი მივიღე. მითხრეს, რომ მახაჩევს ტრავმა ჰქონდა და ჯასტინ გეიჯის ვეჩხუბებოდი. სანამ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდნენ, ისლამთან მქონდა ბრძოლა ჩანიშნული და ამ ჩხუბის გამართვასთან ძალიან ახლოს ვიყავით.“

შეგახსენებთ, რომ მახაჩევის მხარეს სხვა პოზიცია აქვს. მათი თქმით, ილიასა და ისლამის ორთაბრძოლა მაღალი ჰონორარის გამო არ გაიმართა, რომელიც „ელ მატადორმა“ მოითხოვა. საინტერესოა ისიც, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა ბოლო განახლების შემდეგ
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა ბოლო განახლების შემდეგ