„კარიერის უდიდესი გამარჯვება სტეროიდებით მოიპოვე“ | გარსიასა და თოფურიას დაპირისპირება
ილია თოფურიასა და რაიან გარსიას შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება გრძელდება. ამერიკელ მოკრივეს „ელ მატადორის“ განცხადება, რომელშიც ილიამ აღნიშნა, რომ კრივის გაკვეთილებს ჩაუტარებს, უპასუხოდ არ დაუტოვებია.
„სახელი იმ ტიპების დაფინიშებით შევიქმენი, რომლებიც ბევრად უკეთესი მოკრივეები არიან, ვიდრე შენ ოდესმე იქნები. MMA-ის ბევრი მებრძოლის მცდელობა გვინახავს და შენც უბრალოდ UFC-ის მორიგი გაპიარებული პროექტი იქნები, რომელმაც ფული მოკრივესთან ნოკაუტით წაგებით გააკეთა“.
„ელ მატადორმა“ გარსიას მალევე უპასუხა: „შენი კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვება სტეროიდებით მოიპოვე. გამოდის, რომ შენი თავდაჯერებულობა აქედან მოდის? საინტერესოა...“
The biggest win of your career came with steroids. So that’s where your confidence comes from? Interesting https://t.co/Vz2Yl4WaO8
— Ilia Topuria (@Topuriailia) May 21, 2026
ცნობისთვის, გარსიას კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული, 25 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. 2024 წელს, მან დევინ ჰეინი დაამარცხა, მაგრამ სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ტიტული ჩამოართვეს. 2026 წლის თებერვალში მან WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონობა მოიპოვა.