ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

რა უნდა იყოს ასეთ მებრძოლთან შეხვედრაზე უკეთესი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ El Hormiguero-სთან ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. „ელ მატადორის’’ თქმით, სურვილი გამოთქვა, რომ თავისი შესაძლებლობები ასეთი დონის მებრძოლთან გამოსცადოს, რომელიც დივიზიონში დიდი ხანი დომინირებდა.

„მეც კი მაინტერესებს საკუთარი თავის გამოცდა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ასე დიდხანს დომინირებდა თავის დივიზიონში, რადგან ის იყო ჩემპიონი იმ დივიზიონში, რომელშიც მე ვარ. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ისეთი რეზიუმეს მქონე ადამიანთან, როგორიც მას აქვს?

ამ ყველაფერს წმინდა სპორტული კუთხით ვუყურებ. ისლამს ტალანტად მივიჩნევ — ადამიანად, რომელსაც ოქტაგონზე ნამდვილი უნარები გააჩნია. ამ უნარების ჩემს შესაძლებლობებთან დაპირისპირებამ კი შეიძლება ყველასთვის ძალიან, ძალიან საინტერესო ბრძოლა შექმნას.“

ილია თოფურიამ YouTube-ის არხს, One on One MMA-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი მებრძოლი „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე მასთან ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა. მახაჩევის მხარეს სხვა პოზიცია აქვს. მათი თქმით, ილიასა და ისლამის ორთაბრძოლა მაღალი ჰონორარის გამო არ გაიმართა, რომელიც „ელ მატადორმა“ მოითხოვა. საინტერესოა ისიც, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითის კომენტარი | მახაჩევის მიერ ილიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
დენა უაითის კომენტარი | მახაჩევის მიერ ილიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა