მამუს 5 ქულა და 4 მოხსნა | ტორონტომ მაიამი 14-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა
NBA-ში დარკო რაიაკოვიჩის გაწვრთნილმა ტორონტომ შინ მაიამი ჰიტი 128:114 დაამარცხა. სერბმა მწვრთნელმა სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ათამაშა, ქართველი მოთამაშე სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18 წუთი და 29 წამი გაატარა. მის აქტივში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასია.
ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა სანდროს ამერიკელმა თანაგუნდელმა ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო, გუნდს 38 ქულით, 7 მოხსნითა და 7 პასით დაეხმარა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში ტორონტომ 80-დან 45 მატჩი მოიგო, 35 დათმო, მე-5 ადგილზეა და ფლეი-ოფში გასვლისთვის იბრძვის. ტორონტოს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 მატჩი რჩება ჩაატარებელი. თუ 2-დან ერთ მატჩს მაინც მოიგებს, ფლეი-ოფში ითამაშებს. შემდეგ მატჩს 11 აპრილს, გამთენიისას სტუმრად ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს, 13-ში ბრუკლინ ნეტსს მიიღებს.