„რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეგვიძლია“ - საკას ოპტიმისტური განწყობა
დღეს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება უნგრეთის დედაქალაქისკენ არის მიპყრობილი - ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალის“ იქნება. არსებული სათამაშო ფორმიდან გამომდინარე თუ პარიზელებს ხვიჩა კვარაცხელიას ეიმედებათ, ლონდონელები ავანსებს ბუკაიო საკაზე გასცემენ, რომელიც უკვე წლებია „მეთოფეების“ წამყვან ფეხბურთელად ითვლება და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა აქვს.
ბუკაიო საკა
ვფიქრობ, რომ პსჟ-სთან მატჩისთვის საკმარისზე მეტი ენერგია გვაქვს შემორჩენილი. ვიცით „არსენალის“ ისტორია და კარგად ვაცნობიერებთ, რომ შანსი გვეძლევა კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩავეწეროთ, რადგან გუნდს ეს ტურნირი აქამდე არასოდეს მოუგია. პირადად მე მოტივაცია არ მაკლია, დანარჩენი კი უკვე ღმერთის ნებაა. ინგლისის პრემიერლიგაში ხანგრძლივი ნავსი გავტეხეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას სულ სხვა ეშხი ექნება და ყველას გვჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეგიძლია.
ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „არსენალი“ ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია, ხოლო ბუკაიო საკას ანგარიშზე ამ ტურნირზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია.