სანდრო კობახიძე, რეზი გაზდელიანი, სანდრო მიქაუტაძე, სანდრო კუნჭულია
Aa
Aa

წარმატებული სტარტი: 17-წლამდე ნაკრებმა სან მარინო გაანადგურა

17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტიგო ხასიათის ტურნირში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჯგუფური ეტაპის მასპინძელ სან მარინოსთან გამართა და სამი ქულა მოიპოვა - 1:4.

21-ე წუთზე სან მარინოს ნაკრების მცველმა ვიქტორ ჯურდაინის ავტოგოლი დაფიქსირდა, სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი ამ გოლით მოიგო.

58-ე წუთზე ალესანდრო ჩაჩიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ოთხ წუთში, 62-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძემ დაგვაწინაურა. 67-ე წუთზე ლუკა შარიქაძის საგოლე პასით რეზი გაზდელიანმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 90-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ჭელიძე, შარიქაძე (კაპიტანი) (ცირამუა 80), კილაძე, გეთიაშვილი, ლოლუა, გერგედავა (ლაგვილავა 62), ავდოევი, კუნჭულია, ხატოიანი (ჯამარაული 62), მიქაუტაძე (არი დემირი 85), გაზდელიანი (კალაძე 80)

მეორე ტურში ანდორას (13 აპრილი, 13:00), მესამე ტურში უელსს (16 აპრილი, 13:00) შევხვდებით.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები