ჰაიდენჰაიმის ფრე გლადბახთან | ბუდუმ 62 წუთი ითამაშა
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „გლადბახს“ ესტუმრა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.
ქართველი ფორვარდი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა. ბუდუმ მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა, 27-ჯერ შეეხო ბურთს, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი და 13-დან 9 ზუსტი პასი ჰქონდა. ასევე, ზივზივაძემ 9-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო და Sofascore-ისგან 6.5-იანი შეფასება დაიმსახურა.
ანგარიში მე-16 წუთზე „გლადბახის“ 17 წლის შემტევმა, ვაელ მოჰიამ გახსნა. 10 წუთში კი „ჰაიდენჰაიმის“ კაპიტანმა, პატრიკ მაინკამ წონასწორობა აღადგინა. 72-ე წუთზე მარნონ ბუშმა „ჰაიდენჰაიმი“ დააწინაურა, თუმცა მალევე ფრანკ ონორამ ანგარიში ისევ გაათანაბრა.
28 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში ბუდუს გუნდი 11 აპრილს ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლებს.