ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ტორონტომ მამუკელაშვილი უნდა შეინარჩუნოს“ - Sports Illustrated

„ტორონტო რეპტორსმა“ და NBA-ის სხვა გუნდებმა შესაძლოა მოთამაშეების ნაწილი დაკარგონ, თუ ლიგას ახალი კლუბები დაემატება. გამოცემა Sports Illustrated-ი წერს, რომ ამ შეთხვევაში კანადელებმა სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ.

წარსულში, როდესაც NBA-ის ფართოვდებოდა, წესების თანახმად, კლუბები 8 მოთამაშეს ხელშეუხებლად აცხადებდნენ, დანარჩენების აყვანა კი ახალ კლუბებს დრაფტზე შეეძლოთ.

NBA-ის ხელმძღვანელის, ადამ სილვერის განცხადებით, პოტენციურ გაფართოებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარე წელს გაიმართება. პოტენციურ ვარიანტებად სიეტლი და ლას ვეგასი განიხილებიან.

„მიმდინარე სეზონის ბოლოს სანდრო მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა ამ სეზონს „რეპტორსში“ ის შესანიშნავად ატარებს. სადებიუტო სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 11.4 ქულას და 5.1 მოხსნას აგროვებს“, - აღნიშნავს Sports Illustrated-ი.

მამუკელაშვილთან ერთად გამოცემა „ტორონტოს“ სკოტი ბარნსის, ბრენდონ ინგრემის, კოლინ მიურეი-ბოილსის, ჯამალ შედის, ჯაკობე უოლტერის, არ ჯეი ბარეტის და გრეიდი დიკის შენარჩუნებას ურჩევს.

ცნობისთვის, 32 მოგებითა და 23 წაგებით სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს კანადელები 20 თებერვალს სტუმრად, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი | ენტონი ედვარდსი MVP გახდა
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი | ენტონი ედვარდსი MVP გახდა