ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე

L’Equipe-ის ჟურნალისტმა, დეივ აპადუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. აპადუს აზრით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „კვარას“ ტრანსფერზე უკეთესი გარიგება არასდროს დადებულა და ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენი“ რადიკალურად შეცვალა.

„იანვარში მისმა მოსვლამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბატონი ჩემპიონთა ლიგა“ გაიფორმა — ფეხბურთელი, რომელსაც ამ დონის შეხვედრებში ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკურად და ეფექტურობის თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებული შემოაქვს. ვფიქრობ, ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დახურული ყველაზე დიდი გარიგებაა.

ჩემი აზრით, ზამთარში განხორციელებულ ტრანსფერს ასეთი გავლენა არასდროს ჰქონია. რა თქმა უნდა, 70 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ სხვა კლუბები ზამთარში ბევრად მეტს ხარჯავენ და მსგავს შედეგს ვერ იღებენ. კვარაცხელიას გავლენა მყისიერი იყო და მიმდინარე სეზონში, ეჭვგარეშეა, რომ კვარა „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო ფეხბურთელია“.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ბოლო განახლების შემდეგ ქართველი გარემარბის საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროთი გაიზარდა და 140 მილიონს მიაღწია. „კვარა“ მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე ჩვენთვის პირველი მებრძოლი იყო | ხვიჩამ კაშიაზე ემოციურად ისაუბრა
მოედანზე ჩვენთვის პირველი მებრძოლი იყო | ხვიჩამ კაშიაზე ემოციურად ისაუბრა