ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია
Aa
Aa

მოედანზე ჩვენთვის პირველი მებრძოლი იყო | ხვიჩამ კაშიაზე ემოციურად ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუმინეთთან მატჩამდე GFF-ის იუთუბ ლაივში გურამ კაშიაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელად ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია გურამ კაშიაზე: „ძალიან მინდოდა, რომ კაშიასთვის უმნიშვნელოვანეს თამაშში მიმეღო მონაწილეობა და მისთვის გამარჯვება გვეჩუქებინა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კაშო ისე გავაცილოთ, როგორც ამას იმსახურებს. კაშოს უდიდესი როლი აქვს იმაში, რომ დღეს წარმატებულ ნაკრებად ვითვლებით... მისი დამსახურებაცაა, რომ დღეს გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მე მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. კაშო ბიძგი იყო ახალგაზრდებისთვის — მასში ვხედავდით, როგორი უნდა ყოფილიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, და მისი წასვლა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ის ჩვენთვის ყოველთვის მაგალითი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად, მისი კაპიტნობით თამაში მომიწია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, ის ლიდერული თვისებები, რაც მაქვს, უმეტესწილად კაშოსგან მოდის. მისი კარიერა საქართველოსთვის და თითოეული ფეხბურთელისთვის სამაგალითო იყო. მადლობა მას, რომ მოედანზე ჩვენთვის ყოველთვის პირველი მებრძოლი იყო. ძალიან დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. ჩემს დღევანდელ წარმატებაში კაშოს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ძალიან დიდი მადლობა კაშოს.

როცა დღეს კაშო მოედანზე შემოვიდა, ცრემლები ეტყობოდა. ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერია და ამავდროულად ყველაზე მოწყენილი. იმდენი რამის თქმა შეიძლება კაშოზე, რომ შეიძლება მთელი დღე აქ დგომა მოგვიწიოს. ერთადერთი რაც ყველასგან კაშოს ეკუთვნის, უდიდესი მადლობაა. სიტყვები ზედმეტია. რაც კაშომ ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა, ეს უდიდესია. იმედი მაქვს. ჩვენთან ერთად დარჩება და ისევ მაგალითი იქნება, როგორც დღემდე არის''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში