ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ილიას დასამარცხებლად ბევრი არაფერია საჭირო“ | რას ამბობს უსმან ნურმაგომედოვი

უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის აზრით, გეიჯი გაიმარჯვებს და „ელ მატადორის“ დასამარცხებლად ბევრი არაფერია საჭირო.

„წარმოგიდგენიათ, რომ არც კი ვიცი, გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლა როდის გაიმართება? მახსოვს, როდესაც ხაბიბი კონორ მაკგრეგორს ეჩხუბებოდა, ყველა ბავშვმა იცოდა, მათი დაპირისპირება როდის უნდა გამართულიყო. ბებიებმა და ბაბუებმაც კი იცოდნენ ამის შესახებ. ყველამ!

ახლა „თეთრ სახლში“ მასშტაბურ ღონისძიებას აწყობენ და ამაზე ინფორმაცია არავის აქვს. არ ვიცი, ასე რატომაა... შეიძლება იმიტომ, რომ ეს დაბალი ბიჭი არცთუ ისე ცნობილი მებრძოლია... ხალხს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონი არ მოსწონს, თუმცა როდესაც მე იქ გადავალ, ყველაფერს გამოვასწორებ.

ვფიქრობ, გეიჯის თოფურიას დამარცხება შეუძლია, რადგან ილიას წინააღმდეგ საჩხუბრად ბევრი უნარი საჭირო არ არის. უნდა იცოდე გრეპლინგი, ჭიდაობა და კიკბოქსინგი. ფეხებში უნდა ურტყა და ერთ ადგილას არ გაჩერდე, სულ უნდა იმოძრაო. ის ცდილობს, ხელით ყოველთვის ძლიერი დარტყმა გაუშვას, მაგრამ რამდენჯერმე თეიქდაუნი რომ შეუსრულო, პრობლემები შეექმნება.

სადებიუტო შეხვედრაში მეტოქე ეჭიდავებოდა და პარტერში გადაჰყავდა, რის გამოც თოფურიამ ის ვერ დააფინიშა. ჭიდაობასა და გრეპლინგს დიდი ენერგია მიაქვს და როდესაც ნოკაუტისთვის საჭირო ენერგია აღარ გრჩება, როგორ უნდა მოიგო? ჩემი აზრით, თუ თოფურიას წინააღმდეგ ლოუ კიკებს (ფეხით განხორციელებული დარტყმები მეტოქის ფეხის ქვედა ნაწილში) გამოიყენებ და იმოძრავებ, გაიმარჯვებ. ბევრი არაფერი გჭირდება.

ჯასტინ გეიჯი ძალიან არაკომფორტული მეტოქეა. ჩემი აზრით, ის მოიგებს. გსმენიათ ტერმინი „UFC-ის პროექტი“? არის მომენტები, როდესაც კონკრეტულ მებრძოლს აძლევენ ჩხუბებს, რომლებშიც იციან, რომ ის გაიმარჯვებს. ისინი (UFC-ს გულისხმობს) ამ მებრძოლს ხელს უწყობენ და ჩემპიონობამდე მიჰყავთ. რატომ არ მისცეს არმან ცარუკიანი? ის ნომერ პირველი პრეტენდენტი იყო, მაგრამ ჩარლზ ოლივეირასთან აჩხუბეს, რადგან იცოდნენ, რომ ილიას მომენტზე რომ დაეჭირა, დააძინებდა. სწორედ ეს მოხდა. „თეთრ სახლში“ ჩხუბობენ მსუბუქი წონის მებრძოლები, რომლებიც თავიანთ წონაში საუკეთესოები არ არიან“.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვს კარიერაში 22 ორთაბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, ერთი ჩხუბის შედეგი კი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ნურმაგომედოვს აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედანზე ჩვენთვის პირველი მებრძოლი იყო | ხვიჩამ კაშიაზე ემოციურად ისაუბრა
მოედანზე ჩვენთვის პირველი მებრძოლი იყო | ხვიჩამ კაშიაზე ემოციურად ისაუბრა