კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

„ადრე მესის უნიშნავდნენ, ახლა რონალდუს დროა“ - ლუგანოს პროგნოზი მუნდიალზე

საფეხბურთო სამყაროსთვის მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული იმიტომ გახლავთ, რომ თითქმის ასი პროცენტით გადაწყვეტილია - უკანასკნელი ოცწლეულის ორი საუკეთესო მოთამაშისთვის, როგორც ლიონელ მესისთვის, ასევე კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს კარიერაში ბოლო მუნდიალი იქნება. თუ არგენტინელმა ოთხი წლის წინ ოცნება აიხდინა და ალბისელესტეს რიგებში ჩემპიონი გახდა, კრიშტიანუ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში, რის გამოც წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო ლუგანო თვლის, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს ჩრდილო ამერიკულ ტურნირზე დიდი ხელშეწყობა ექნება.

რას ამბობს ლუგანო

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? ვფიქრობ, რომ ბრაზილია. ეს გუნდი თანდათან სულ უფრო სრულყოფილი ხდება და კარლო ანჩელოტის დონის მწვრთნელში ხელში ფორმის პიკზე ზუსტად მაშინ გავა, როდესაც ყველაზე საჭირო იქნება. ფავორიტებად ასევე მივიჩნევ ესპანეთს, საფრანგეთს და პორტუგალიას. ამ სამიდან უფრო დიდი შანსი პორტუგალიელებს ექნებათ, რადგან კრიშტიანუ რონალდუს პენალტებს ისევე დაუნიშნავენ, როგორც ამას კატარში ლიონელ მესის სასარგებლოდ აკეთებდნენ - რას ვიზამთ, ასეთია რეალობა.

ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუმ მართალია პორტუგალიის ეროვნული გუნდის რიგებში მუნდიალი ვერ მოიგო, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის ჩემპიონატზე და უეფას ერთა ლიგაზე აქვს გამარჯვება მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროგრესია, თუმცა გარანტია არ გვაქვს, რომ 15-ში ითამაშებს“ - დე ლა ფუენტე იამალზე
„პროგრესია, თუმცა გარანტია არ გვაქვს, რომ 15-ში ითამაშებს“ - დე ლა ფუენტე იამალზე