გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის ახალი მთავარი მწვრთნელი | უოტფორდი დიონისის ნიშნავს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „კრაზანებმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და ალესიო დიონისის დანიშვნასთან ერთ ნაბიჯში არიან.

დიონისიმ და „უოტფორდმა“ 2-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმეს. მისი ანაზღაურება სეზონში 500 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. ახლა „ემპოლის“ დაყოლიებაა საჭირო. რომანოს ცნობით, როგორც კი იტალიური კლუბი გარიგებას მწვანეს აუნთებს, „კრაზანები“ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მათი ვარაუდით, ეს მიმდინარე კვირაში მოხდება.

დიონისი 46 წლის სპეციალისტია, რომელიც 12 წელია მთავარ მწვრთნელად მუშაობს. მისი ბოლო კლუბი „ემპოლი“ იყო, მანამდე კი „პალერმოში“, სასუოლოში“, „ვენეციაში“ და სხვა გუნდებში უმუშავია. „ემპოლიში“ მან 21 შეხვედრა ჩაატარა.

ცნობისთვის, „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის გასული სეზონი მე-16 ადგილზე დაიკავა. „კრაზანებმა“ 57 ქულა დააგროვეს და საპლეიოფო ზონას 16 ქულით ჩამორჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე