ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა
ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი გარდაიცვალა. კრისტალსპორტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები გახდა.
ჯაბა დვალს კარიერის დიდი ნაწილი „ზესტაფონში“ აქვს გატარებული. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი „დინამო თბილისისა“ და სხვა ქართული კლუბების ღირსებასაც იცავდა.