ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაზე 3-4 წლის წინ ვსაუბრობდი, თუმცა ყველა მაიგნორებდა“ - პეტ ნევინი

„ჩელსის“ რომ ჩემთვის მოესმინა, კვარაცხელია ახლა მათი ფეხბურთელი იქნებოდა, - ამის შესახებ შოტლანდიის ნაკრებისა და „არისტოკრატების“ ექსფეხბურთელმა, პეტ ნევინმა განაცხადა.

„მახსოვს, 3-4 წლის წინ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობდი, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა მაშინ ყველა მაიგნორებდა.

რამდენიმე კლუბს ვურჩიე, რომ კვარაცხელია ეყიდათ. „ჩელსისაც“ ვეუბნებოდი, თუმცა, ჩემი აზრით, „არსენალისთვის“ იდეალური ფეხბურთელი იქნებოდა. კვარა შესანიშნავია. ამჟამად ის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია“.

ცნობისთვის, ნევინი 1983-88 წლებში ჩელსიში, 1988-92 წლებში კი ევერტონში თამაშობდა. შოტლანდიის ნაკრებში მას 28 მატჩი (5 გოლი) აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ტურნირს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა გარემარბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავი 10 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბენფიკა დავითაშვილით ინტერესდება
მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბენფიკა დავითაშვილით ინტერესდება