მბაპე, პორო, ბელინგემი - Sofascore-ის მუნდიალის სიმბოლური
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვებული ესპანეთი გახდა, რომელმაც ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა.
გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ Sofascore-მა ტურნირის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
Sofascore:
მეკარე: გრეგორ კობელი
მცველები: პედრო პორო, პაუ კუბარსი, ემერიკ ლაპორტი, მარკ კუკურეია
ნახევარმცველები: როდრი, ბელინგემი, დემბელე
თავდამსხმელები: მესი, მბაპე, ჰოლანდი
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ უნიკალური რეკორდი დაამყარა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა უკვე დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლი გაიტანა, ჯამში კი 22 მატჩში 22 გოლი დაუგროვდა, რითიც ის მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.