მილანი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

1 წლით ისევ მილანში - მოდრიჩი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლუკა მოდრიჩი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს არის. იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გამოცდილ ხორვატ ნახევარმცველსა და მილანს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

წყაროს ცნობით, მხარეები ერთწლიანი ხელშეკრულების ყველა ძირითად დეტალს უკვე ათანხმებენ და შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. გასული სეზონის დასრულების შემდეგ მოდრიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დარჩა, რის შემდეგაც მის მომავალზე არაერთი ვარაუდი ვრცელდებოდა.

40 წლის ნახევარმცველს მანამდე თავადაც ჰქონდა ნათქვამი, რომ კარიერის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებდა. როგორც ჩანს, ხორვატმა არჩევანი სწორედ „მილანზე“ შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი როსონერის გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, მილანის მაისური 37-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2026/27 წლების სეზონიდან „მილანს“ რუბენ ამორიმი უხელმძღვანელებს. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს და მოდრიჩის შესაძლო დარჩენა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სულის ამოხდა ესპანურად! მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა | ც9
სულის ამოხდა ესპანურად! მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა | ც9