ემილიანო მარტინესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„დადგა დრო გვერდზე გავდგე“ - ემი მარტინესი სანაკრებო კარიერას ასრულებს

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ ეროვნული გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

არგენტინამ მუნდიალის ფინალში ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და ესპანეთთან უშანსოდ 0:1 დამარცხდა.

„ვოცნებობდი, რომ კვლავ გავიმარჯვებდით, ვოცნებობდი მსოფლიო თასის არგენტინაში ჩატანასა და ისტორიის ხელახლა დაწერაზე.

ამ ტკივილის ახსნა რთულია, მხოლოდ ისღა გვრჩება, რომ ბევრ რამეზე დავფიქრდეთ, ვნახოთ, როგორ მიდის დრო წინ და ვიფიქროთ - ხომ არ დადგა დრო, გვერდზე გავდგეთ.

მართლაც ძალიან ვწუხვარ, ყველანაირად ვცდილობდი ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების დახმარებას“,

- დაწერა „ასტონ ვილას“ 33 წლის მეკარემ Instagram-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები