გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ახალი მსურველი საბერძნეთიდან | ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ოლიმპიაკოსს აქვს

გიორგი ქოჩორაშვილი ახალი სეზონისთვის „სპორტინგთან“ ერთად ემზადება, თუმცა დიდი შანსია, ლისაბონური კლუბი დატოვოს. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ახალი ვარიანტის შესახებ დაიწერა.

„სპორტინგთან“ დაახლოებული სატრანსფერო ექსპერტის, ფლავიო კოსტას მიხედვით, ქოჩორაშვილით „ოლიმპიაკოსია“ დაინტერესებული. „თეთრ-წითლებს“ „ლომებისთვის“ წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვლება.

ქოჩორაშვილი კიდევ ორი ბერძნული კლუბის რადარზე იმყოფება. წარსულში გიორგი „პაოკსა“ და „პანათინაიკოსს“ დაუკავშირეს, თუმცა შეთავაზება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. „სპორტინგი“ ქართველი ფეხბურთელის გაშვებაზე თანახმაა, ოღონდ მისი გაყიდვა სურს და იჯარაზე უარს ამბობს. „ლომებს“ მის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევროს მიღება უნდათ.

ცნობისთვის, ქოჩორაშვილი გეგმავს, წინასასეზონო ეტაპი გამოიყენოს, რათა გაარკვიოს, „სპორტინგის“ ნახევარდაცვით იერარქიაში რა ადგილი უკავია. თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუი ბორჟესი მას სასტარტოს მიღმა მოიაზრებს, ქოჩორაშვილის წარმომადგენლები აპირებენ, „სპორტინგის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართონ. ისინი ეცდებიან, კლუბი გიორგის იჯარის წესით გაშვებაზე დაიყოლიონ, რომლის ვადის გასვლის შემდეგაც ხელშეკრულებაში კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ჩაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიული შანსი გვაქვს. გუნდი 100%-ით მზადაა“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე
„ისტორიული შანსი გვაქვს. გუნდი 100%-ით მზადაა“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე