ESPN: იტალიელებისა და გუარდიოლას საუბარი ერთ წუთს გაგრძელდა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და პეპ გუარდიოლას შორის საუბარი ერთ წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის ყოფილმა მთავარმწ მწვრთნელმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას უარით უპასუხა.
„გუარდიოლამ იტალიელებს აცნობა, რომ სულ მცირე ერთწლიანი პაუზის აღება აქვს გადაწყვეტილი. საუბარი მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა“, - წერს ESPN-ი.
მას შემდეგ რაც იტალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჯენარო გატუზომ დატოვა. იტალიელები მის შემცვლალად რამდენიმე მწვრთნელს განიხილავდნენ, ფავორიტი კი გუარდიოლა იყო, რომლის მიმართ ნიდერლანდები, ინგლისი და სხვა ნაკრებებიც იჩენენ ინტერესს. ახლა კი, დიდი ალბათობით, „სკუადრა აძურას“ ანდრეა პირლო ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტიში“ 10 სეზონი გაატარა (2016–2026), მანამდე კი 4 წელი „ბარსელონას“ და 3 წელი „ბაიერნს“ წვრთნიდა.