ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ათეულში ბევრი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა სია განაახლა, რომელშიც სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას რეგრესი აქვს და მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა. 1 კვირის წინანდელ რეიტინგში ქართველი შემტევი მე-7 პოზიციაზე იყო, თუმცა მუნდიალის შემდეგ პოზიციები საგრძნობლად შეიცვალა.
Goal.com-ის ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევი ჰარი კეინია, მეორე პოზიციაზე ლამინ იამალი აღზევდა, მესამე საფეხურზე კი ლიონელ მესია.
ფავორიტთა ოცეული ასე გამოიყურება:
- ჰარი კეინი
- ლამინ იამალი
- ლიონელ მესი
- მაიკლ ოლისე
- კილიან მბაპე
- როდრი
- უსმან დემბელე
- ერლინგ ჰოლანდი
- ხვიჩა კვარაცხელია
- პაუ კუბარსი
- ლუის დიასი
- ვიტინია
- დეკლან რაისი
- ვინისიუს ჟუნიორი
- მიკელ ოიარსაბალი
- აშრაფ ჰაკიმი
- ფაბიან რუისი
- დავიდ რაია
- ლაუტარო მარტინესი
- ჯუდ ბელინგემი
ბოლო განახლებიდან, რომელიც 16 ივლისს იყო, გამოცემამ რეიტინგიდან ორი ფეხბურთელი ამოიღო - ბრუნო ფერნანდეში და გაბრიელ მარალიაეში. 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ლონდონში, 26 ოქტომბერს გამოვლინდება.