„კინობოროტმოქმედად აქციეს, თუმცა მე სხვა რამეს ვხედავ“ - ესპანელი ჟურნალისტი არგენტინაზე
Sky Sports-ის ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრების საქციელზე თავისი მოსაზრება გააზიარა.
„არგენტინის ნაკრები იდეალურ კინობოროტმოქმედად იქცა როგორც ინგლისურენოვან სამყაროში, ისე სხვა კულტურებშიც.
მე კი ვხედავ ერს, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. ისინი ბრწყინვალედ იცავდნენ თავს ესპანეთის წინააღმდეგ, იყოს ეს ერთზე ერთზე სიტუაციებში თუ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტვით. ჩვენ მათ ბურთი არ მივეცით, რის გამოც ვერ უტევდნენ და ვერ ქმნიდნენ იმ პირობებს, რაც ლიონელ მესის გაბრწყინებისთვის იყო საჭირო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიღწევა გუნდით, რომელიც საუკეთესო არ ყოფილა, უდიდესი მიღწევაა. ეს გამარჯვებული ნაკრებია და საერთაშორისო რეაქციებში ბევრი შურია.
მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არგენტინაში ფეხბურთი მხოლოდ ერთი გზით აღიქმება: მხოლოდ გამარჯვება. მარცხი ვინმეს ბრალია. გამარჯვება ან კატასტროფა. და ეს ხსნის (თუმცა არ უნდა ამართლებდეს) ზოგიერთი არგენტინელი ფეხბურთელის საქციელს მატჩის ბოლოს.
ასევე არასწორი იყო ჩემპიონებისთვის ზურგის შექცევა. რამდენადაც დავინახე, მხოლოდ მესი შემობრუნდა, რათა ენახა, როგორ აღმართავდნენ ესპანელები თასს.
სპორტში მარცხს პატივი უნდა სცე (გამოიყენო ის ზრდისთვის), მაგრამ მესმის, რომ რთულია შეინარჩუნო ვნება შენი ეროვნული გუნდისადმი და მიჰყვე სპორტის ყველა დაუწერელ წესს, როდესაც გამარჯვება შენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
მესი ყოველთვის მისაბაძი მაგალითია და აჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო მშვენიერი სპორტსმენი“,
- დაწერა გილემ ბალაგემ.