გერმანული, ფრანგული და ნიდერლანდური ვარიანტები | რას გადაწყვეტს წიტაიშვილი
Footmercato-ს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს „ლორიანი’’, პსვ და „ფრაიბურგი’’ იჩენენ. ფეხბურთელის მიმართ „ლორიანი’’ განსაკუთრებულად დაინტერესებულია, წიტაიშვილისთვის ლიგა 1-ში დარჩენა მიმზიდველი ვარიანტია, თუმცა ნიდერლანდური პსვ და გერმანული „ფრაიბურგი’’ ფეხბურთელის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში „ლორიანი'' მე-10 ადგილზე გავიდა. პეტერ ბოსის გაწვრთნილი პსვ ნიდერლანდების ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. იულიან შუსტერის გაწვრთნილმა „ფრაიბურგმა'', რომელიც გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში „ასტონ ვილასთან'' დამარცხდა, ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა.
მაისში „მეცთან“ დაახლოებულმა გამოცემამ, Le Feu Sacre-მ გვაუწყა, რომ წიტაიშვილის მიმართ „ვილიარეალი'' ინტერესს იჩენდა, თუმცა ამ ინტერესს გაგრძელება არ მოჰყოლია.
2025-26 წლების სეზონში წიტაიშვილმა „მეცის'' რიგებში ლიგა 1-ის 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.ის საფრანგეთში კიევის „დინამოდან“ იჯარით თამაშობდა. ამჟამად მას საიჯარო ხელშეკრულებაც დაუსრულდა, კიევურ კლუბთან კონტრაქტიც ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.