იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„ისტორიული შანსი გვაქვს. გუნდი 100%-ით მზადაა“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. დემჩენკოს კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

რა თქვა დემჩენკომ:

„განწყობა? საბრძოლოა. გუნდი 100 პროცენტით მზადაა. ანდრია ბართიშვილი დაბრუნდა, მაგრამ არმელ ზოურიმ დაგვტოვა.

ვის განვიხილავთ მარჯვენა მცველის კანდიდატად ზოურის წასვლის შემდეგ? ჩენ არ ვნერვიულობთ, რადგან ორი კარგი მცველი გვყავს – ქობულაძე და კუცია.

ბართიშვილი კრეატიული და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. ის ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, სათამაშოდ მზადაა და ახლა ჩემი გადასაწყვეტია, დავაყენებ თუ არა.

ეს ისტორიული შანსია, რომ ჯგუფში მოვხვდეთ, რადგან ქართული გუნდები ამით განებივრებულები არ არიან. მიმაჩნია, რომ ჩვენს ბიჭებს ეს შეუძლიათ.

„სლოვანის“ თამაშები ვნახე. მწვრთნელი, ერთი თვეა, რაც დაინიშნა და მესმის, როგორც კოლეგას, ეს პერიოდი რა რთულია. პირველი თამაშების ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ ვხვდები, როგორც „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე, რა სტილის დანერგვას ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-სა და „სლოვანის“ მატჩი 21 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს