კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„FIFA არგენტინას ეხმარება“ - რონალდუმ ეს ვიდეო მოიწონა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არბიტრების მიმართ ბევრი კრიტიკა იყო. ასევე, ინტერნეტში ვხვდებოდით უამრავ შეთქმულების თეორიას, სადაც ქომაგების ნაწილმა ეს ყველაფერი აიტაცა და მსგავსი ტიპის სიახლეებს დიდი გამოხმაურებებიც ჰქონდა.

ეს ყველაფერი სრულიად გადაფარა და დაჩრდილა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც რეაქცია (ინსტაგრამზე პოსტი მოიწონა) დატოვა პოსტზე, სადაც ფიფას კორუფციასა და არგენტინის ნაკრებისადმი ფავორიტიზმში ადანაშაულებენ.

რონალდუმ მოიწონა (like) ესპანური ტელეშოუს (Espejo Publico) ვიდეო ინსტაგრამზე, სადაც ჟურნალისტის, პილარ როდრიგესის გამოსვლის ფრაგმენტი იყო გაზიარებული, რომელშიც იგი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის (არგენტინა – ინგლისი 2:1) შემდეგ არგენტინას აკრიტიკებდა და მათ მიმართ მსაჯების დახმარებაზე საუბრობდა.

„არგენტინა სადღაც ხუთი მატჩით ადრე უნდა გავარდნილიყო მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომ არა ფიფას დახმარება. ფიფა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაციაა. აი, რატომ არ მეშინია საერთოდ არგენტინის - მე ინფანტინოსი მეშინია“,

- თქვა როდრიგესმა ვიდეოში.

რონალდუმ არსებული რეაქცია შემდეგ წაშალა, თუმცა ფოტოს გადაღება მოასწრეს და უკვე გამორიცხულია, რომ კრიშტიანუმ თავისი ქმედება დამალოს.

მსგავსი სიახლეები