ილია თოფურია, ჯო როგანი
Aa
Aa

„სიგიჟეა, ამ პირობებში რომ იჩხუბებს“ - როგანი თოფურიათი აღფრთოვანებულია

ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თავის ბოლო პოდკასტში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და ღონისძიების თეთრ სახლში ჩატარების პრობლემური საკითხები დააფიქსირა.

როგანმა ამ ღონისძიებას „მარკეტინგული ტრიუკი“ უწოდა და ღონისძიების მოახლოებასთან ერთად, მკაცრად გააკრიტიკა UFC-ის ხელმძღვანელები სხვადასხვა მიზეზის გამო. როგანმა განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლები გარეთ არ უნდა იმართებოდეს.

ჯო როგანმა შეაქო თოფურია ამ პირობებში ტიტულის დაცვის მზაობისთვის და განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო ის შესაძლოა, ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად შევიდეს.

რას ამბობს როგანი:

ერთადერთი, რაც მაწუხებს ისაა, რომ ბრძოლა გარეთ ტარდება. ეს ბიჭები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვიან. ილია თოფურია მხოლოდ ახლა კი არ არის ერთ-ერთი საუკეთესო, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო იყოს მათ შორის, ვისაც ეს საქმე ოდესმე უკეთებია. ძალიან დიდი შანსია, რომ ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესოდ დარჩეს.

ის იმდენად მაგარია, და ამ დროს უწევს თავისი ტიტულის, მსოფლიო ტიტულის დაცვა გარეთ, მწერების, ტენიანობისა და სიცხის ფონზე. შეიძლება გაწვიმდეს, შეიძლება ჭექა-ქუხილი იყოს, ვინ იცის წინასწარ, რა იქნება... ივნისში, ვაშინგტონში ღია ცის ქვეშ ბრძოლის გამართვა სიგიჟეა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლა 14 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მანამდეც მომისმენია“ | გეიჯის მამის განცხადება და თოფურიას პასუხი
„ეს მანამდეც მომისმენია“ | გეიჯის მამის განცხადება და თოფურიას პასუხი