ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ეს მანამდეც მომისმენია“ | გეიჯის მამის განცხადება და თოფურიას პასუხი

ჯასტინ გეიჯის მამამ, ჯონ რეი გეიჯიმ მისი შვილისა და ილია თოფურიას დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ელ მატადორს“ მისი სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია და გეიჯის მამის განცხადებას X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

„ჯასტინს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა ელოდება, თუმცა წარსულში იგივე სამჯერ თუ ოთხჯერ გვითქვამს. ჯასტინი მორიგ დაბალ ბიჭს ეჩხუბება და მაიკლ ჩენდლერის, რაფაელ ფიზიევისა და სხვა მეტოქეების წინააღმდეგ ძალიან კარგად იასპარეზა. ვფიქრობ, ამ ბრძოლაშიც ზუსტად იგივე განმეორდება. ამისთვის ვვარჯიშობდით და ოთხი წლის ასაკიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება სწორედ ამას მიუძღვნა. მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ეს მომენტი“, — აღნიშნა გეიჯის მამამ.

„მამებს იმედი აქვთ, ჩემპიონებმა იციან. ეს ისტორია მანამდეც მომისმენია: ფიზიკურად უფრო დიდი კაცები, უფრო ძლიერი კაცები, უკეთესი კაცები. კაცები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უბრალოდ ერთი პატარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც თავმდაბლობის გაკვეთილს ჩაუტარებდნენ. მაგრამ ყველა მათგანმა ერთი და იმავე გზით გაიგო სიმართლე. შენმა შვილმა იცის, ვინ ვარ. 14 ივნისს ამას შენც გაიგებ. 18-0 მამიკო“, — დაწერა თოფურიამ.

ილიას განცხადების შემდეგ საკუთარი მოსაზრება ჯოშ ჰოკიტმაც დააფიქსირა, რომელსაც UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე თოფურიასთან დაპირისპირება მოუვიდა. მან გეიჯის მიმართა და მოუწოდა, „ელ მატადორის“ სიტყვებზე სათანადო პასუხი მოიფიქროს, თორემ საქმეში ჩართვა რეალურად მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია
„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია