ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ამაში ეჭვი არ მეპარება“ | თოფურიას პროგნოზი მსოფლიო ჩემპიონატზე

ილია თოფურიამ AS-ს ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ დაასახელა ნაკრები, რომელიც მისი აზრით ჩემპიონი გახდება და ესპანეთის ტრიუმფი ივარაუდა.

შეკითხვა: „მსუბუქი წონის ქამარს იცავ და ესპანეთი აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებს გამოსვლას. როგორია შენი პროგნოზი?“

„ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში ჩემი პროგნოზი მოგებაა, სწორედ ამისთვის ვემზადებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ვიქნები და ესპანეთიც იმავეს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა ჩემპიონები გავხდეთ.

სპორტის სილამაზე ისაა, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. გულშემატკივრები თამაშებსა და ჩხუბებს სწორედ ამიტომ უყურებენ. ერთი რამ, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ შემთხვევითობასა და იღბალს არაფერს მივანდობთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა შანსები გამოვიყენოთ. დანარჩენი ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.“

შეგახსენებთ, რომ თოფურია და გეიჯი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე