ლიონელ მესი
Aa
Aa

ასტურიის პრინცესის პრემია - მესის მორიგი აღიარება

ლიონელ მესი ასტურიის პრინცესის პრემიიის მფლობელი გახდა. „ინტერ მაიამის“ არგენტინელი კაპიტნისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ მიიღო, რომელსაც ცურვაში შვიდგზის პარალიმპიური ჩემპიონი ტერეზა პერალესი ხელმძღვანელობდა. ჟიური ბუნებრივია ძირითადად სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული და მისმა წევრებმა ლეოს სახით საუკეთესო 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი 27 კანდიდატიდან შეარჩიეს.

სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ მესიმ გარდა განსაცვიფრებელი საფეხბურთო ნიჭისა და გამორჩეული კარიერისა, ყველას თავი შეაყვარა იმ საქველმოქმედო საქმიანობის გამო, რომელსაც წლების განმავლობაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ეწევა. გარდა ამისა, „ელ მონგოლიკომ“ უდიდესი პატივისცემა მოედანზე სამაგალითო ქცევით და იმ თითზე ჩამოსათვლელი კლუბების ერთგულებით დაიმსახურა, რომელთა ღირსებასაც კარიერის მანძილზე იცავდა.

ცნობისათვის, ასტურიის პრინცესის პრემია 1981 წელს დაწესდა და ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო ინდივიდუალურად მიიღო. აქამდე ფეხბურთიდან ასტურიის პრინცესის პრემია 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო 2012 წელს პრიზი ორ ფეხბურთელს, იკერ კასილიასსა და ჩავი ერნანდესს გაუნაწილეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია