გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულს ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა ელის მამარდაშვილს?!

„ლივერპულს“ 43 წლის ესპანელი სპეციალისტი, ანდონი ირაოლა დაინიშნა. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ესპანელის დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს საათებში გამოცხადდება.

ანდონი ირაოლა მერსისაიდულ კლუბში არნე სლოტს ჩაანაცვლებს, რომელიც „ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.

43 წლის სპეციალისტი ბოლოს „ბორნმუთს“ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხია მიეცემა თუ არა გიორგი მამარდაშვილს ირაოლას მწვრთნელობის პერიოდში. ცოტა ხნის წინ რომანომ ასევე დაწერა, რომ მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები ალისონის გაშვებას არ აპირებენ. უფრო ადრე კი მამარდაშვილის მიმართ, „იუვენტუსისა“ და „ფენერბაჰჩეს“ ინტერესის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ყველაფერი დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ალისონს არსად უშვებენ“ - რომანო
„მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ალისონს არსად უშვებენ“ - რომანო