„ვინისიუსისგან ამას არ ელოდებიან“ | რატომ არის კვარა საუკეთესო მარცხენა გარემარბი
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინის აზრით, „კვარა“ მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია და ვინისიუს ჟუნიორზე წინ დგას.
„კვარაცხელია ძალიან განვითარდა და ეს ვიზუალურადაც ეტყობა. 18 წლის ხვიჩა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ ბურთთან საოცრად მუშაობდა. მისი ძლიერი მხარეები სისწრაფე და მეტოქის მოტყუების უნარია. როდესაც ფეხბურთელს ეს უნარები აქვს, ის გუნდში აუცილებლად უნდა აიყვანო.
დღესდღეობით, მარცხენა ფლანგზე ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა. ვინისიუს ჟუნიორზე უკეთესია! ბრაზილიელისგან არ ელოდებიან, რომ დაცვას დაეხმაროს, კვარაცხელიასთვის კი ეს აუცილებელი კანონია. „ნაპოლიში“, სპალეტისთან, ამ მხრივ ძალიან მოუმატა, ლუის ენრიკესთან კი უფრო ძლიერი გახდა.
მახსოვს, „ლოკომოტივში“ საკუთარ საფირმო დარტყმაზე ყოველდღე ვარჯიშობდა. საჯარიმოს მისადგომებთან პასს იღებდა, ცენტრისკენ შედიოდა და შორეულ კუთხეში ურტყამდა. ახლა მისი ეს დარტყმა თითქმის პენალტივითაა. მის განვითარებაში დიდი როლი გარემოცვამ იქონია“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. განახლებული მონაცემებით, Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.