ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს | Transfermarkt-ის რეიტინგი

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა რეიტინგი შემოგვთავაზა და დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა საბაზრო ღირებულებამაც, ერთი განახლების შემდეგ, ყველაზე დიდი თანხით მოიმატა. ტოპ 5-ში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც Transfermarkt-ზე 50 მილიონი ევროთი გაიზარდა.

„კვარას“ ფასი 90 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 140 მილიონად არის შეფასებული. ქართველ გარემარბზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს. პირველ ადგილზე მოჰამედ სალაჰი იმყოფება. 2018 წლის მაისის განახლების შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროთი გაიზარდა — 80 იყო, 150 გახდა.

მეორე პოზიციაზე ლიონელ მესი იმყოფება. 2018 წლის 17 დეკემბრის განახლების შემდეგ „ლა პულგას“ ფასმა 60 მილიონი ევროთი მოიმატა — 120 იყო, 180 გახდა. მესამე ადგილზე კი კილიან მბაპეა — 2017 წლის 17 ოქტომბრის განახლების შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროდან 90-მდე ავიდა (+55).

კვარაცხელია მეოთხე ადგილს ვინისიუს ჟუნიორთან და ნეიმართან ერთად იყოფს. ქართველი გარემარბის შემდეგ უსმან დემბელე (+47), ლენარტ კარლი (+40), კოულ პალმერი (+40), ანტონი (+40), ისევ დემბელე (+40), ლაუტარო მარტინესი (+40), კევინ დე ბრუინი (+40), ჰარი კეინი (+40) და ისევ სალაჰი (+40) მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟურნალისტმა თქვა, რომ კვარა საკვანძო მოთამაშე არ არის | როგორი იყო ნასრის პასუხი
ჟურნალისტმა თქვა, რომ კვარა საკვანძო მოთამაშე არ არის | როგორი იყო ნასრის პასუხი