ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როდესაც ბურთს ეხება, იცი, რომ რაღაც მოხდება“ | Le Parisien-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

Le Parisien-ის ჟურნალისტმა, ლორენ პერინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. პერინს სთხოვეს, დაესახელებინა ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“ საუკეთესო იყო, და მან ქართველი გარემარბი გამოარჩია.

„არ ვიქნები ძალიან ორიგინალური და ვიტყვი, რომ მიმდინარე სეზონში პირადად ჩემთვის საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო. ჩემპიონთა ლიგაზე გაფორმებული 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა კარგად აღწერს, რა დონის ფეხბურთელზეა საუბარი. ის, შედეგიანობის გარდა, სანახაობრივი სტილით გამოირჩევა და ყველა ეპიზოდში იბრძვის.

კვარაცხელია აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელის განსახიერებაა. როგორც კი ბურთს ეხება, იცი, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. ის მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფეხბურთელია. აქვს თუ არა ოქროს ბურთის მოგების შანსი? ალბათ, არა. ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატი ყველაფერს გადაწონის და პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულს გამოავლენს“.

ცნობისთვის, მსოფლიოს წინ კვარაცხელია Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება Givemesport-ის რეიტინგს, ბრიტანულ გამოცემას ხვიჩა მეოთხე ადგილზე ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე