ჟოზე მოურინიო, რიკარდო კალაფიორი
Aa
Aa

მოურინიოს რეალში კალაფიორის ხილვა სურს

ჟოზე მოურინიოს „რეალში“ „არსენალის“ მცველის, რიკარდო კალაფიორის ხილვა სურს.

როგორც ცნობილია, ჟოზე „სამეფო კლუბს“ იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ფლორენტინო პერესი მოიგებს. ყველა არჩევნებს ელოდება, რომ მწვრთნელისა და სატრანსფერო სიახლეების დადასტურება მოხდეს.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის ინფორმაციით, პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელმაც მანამდე „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე შეათანხმა, მადრიდულ კლუბს კალაფიორის დამატების შესაძლებლობის შესწავლა სთხოვა.

წყაროს თანახმად, მოურინიოს მოსწონს კალაფიორის უნარი, ითამაშოს როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე.

გასულ სეზონში კალაფიორიმ „არსენალის“ რიგებში პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბოლოს გეტყვით, რომ „რეალი“ ძალიან ახლოსაა იბუ კონატესა და დენზელ დუმფრისის ტრანსფერების დახურვასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი ოფიციალურ სახეს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები