ლუის დე ლა ფუენტე, ლამინ იამალი
Aa
Aa

„პროგრესია, თუმცა გარანტია არ გვაქვს, რომ 15-ში ითამაშებს“ - დე ლა ფუენტე იამალზე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ არ გამორიცხა, რომ ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზად იქნება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ათიანს, 22 აპრილს ლა ლიგაში „სელტასთან“ მატჩში (1:0) პენალტის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩები გამოეტოვებინა -  კაბო-ვერდესა (15 ივნისი) და საუდის არაბეთთან (21 ივნისი).

„ხვალ (ერაყთან) არც ლამინი, არც ნიკო (უილიამსი) და არც ვიქტორი (მუნიოსი) არ ითამაშებენ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ლამინი 15-ისთვის მზად იქნება. თუ ასე გაგრძელდა, ის შესაძლოა მზად იყოს, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ითამაშებს. სიტუაციას მოვლენების განვითარების მიხედვით შევაფასებთ“,

- განაცხადა დე ლა ფუენტემ.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით კვლავ არ არის იმის გარანტია, რომ ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. თუმცა, „ფურია როხას“ ჯგუფი იმის საშუალებას იძლევა, რომ დე ლა ფუენტემ არ გარისკოს და გუნდის ლიდერი დაასვენოს.

ესპანეთის ნაკრების კალენდარი მუნდიალზე:

15 ივნისი: ესპანეთი - კაპო ვერდე (20:00)

21 ივნისი: ესპანეთი - საუდის არაბეთი (20:00)

27 ივნისი: ურუგვაი - ესპანეთი (04:00)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები