U19: ვერო-2026-ის შესარჩევი - საქართველომ მონტენეგროსთან ფრედ ითამაშა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრა გახსნილი და შემტევი გამოდგა. ორივე გუნდის დაცვის ხაზს ბევრი შეცდომა ჰქონდა და მეკარეებს ბევრი საქმეც ჰქონდათ. 22-ე წუთზე სტუმრებს დაწინაურების შანსი მიეცათ, თუმცა რაზნატოვიჩის პენალტი ჩოჩოშვილმა მოიგერია.
ანგარიში მეორე ტაიმში ბართიშვილის ბრწყინვალე თამაშის შედეგად გაიხსნა. 56-ე წუთზე ანდრიამ ტექნიკის დემონსტრირებით მეტოქის მცველები დააბნია და პენალტი მოიპოვა, რომელიც „პანენკათი“ თავადვე გაიტანა. სამწუხაროდ, 64-ე წუთზე ბართიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს.
სამწუხაროდ მალევე, 58-ე წუთზე ვუკოიემ ანგარიში გაათანაბრა. ამ ეპიზოდში თავური დარტყმისას ჩოჩოშვილი აშკარად შეცდა და ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა.
აქვე გეტყვით, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მეორე ტურის შეხვედრას, 9 ივნისს ისლანდიასთან გამართავს. მატჩი 19:00-ზე დაიწყება.