ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა - წინ ბაჰრეინთან მატჩია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

3 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილებნდნენ, რომლებსაც რუმინეთის წინააღმდეგ შედარებით მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ ან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

4 ივნისს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მატჩზე აკრედიტებული მედიისთვის გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენციები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაზე 3-4 წლის წინ ვსაუბრობდი, თუმცა ყველა მაიგნორებდა“ - პეტ ნევინი
„კვარაზე 3-4 წლის წინ ვსაუბრობდი, თუმცა ყველა მაიგნორებდა“ - პეტ ნევინი