„დიდი პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა“ - მიქაუტაძე კაშიას დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გურამ კაშიას დაემშვიდობა. „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და ლეგენდარულ კაპიტანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
რას წერს მიქაუტაძე:
გურამ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე. შენი ლიდერობა, თავდადება და შეუპოვრობა მთელი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. დიდი პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა. შენი კვალი და მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო, 129-ე მატჩი გუშინ, რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ის მთლიანად საფეხბურთო კარიერას ასრულებს და ძალების მოსინჯვა სამწვრთნელო საქმიანობაში სურს.