„ჩოგბურთიდან წასვლა მინდა“ - საბალენკას მტკივნეული მარცხი
საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსის ქალთა საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა - WTA-ს რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა მეოთხედფინალში რუს დიანა შნაიდერთან სამ სეტში, 6:3, 5:7, 0:6 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. ბელარუსი ჩოგბურთელისთვის განსაკუთრებით მტკივნეული გახლდათ ის ფაქტი, რომ მესამე სეტი მან მშრალი ანგარიშით წააგო, რაც მის კარიერაში მეთვრამეტედ მოხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და არინასთვის პრობლემები მეორე სეტიდან დაიწყო - როდესაც ის მეტოქეს 5:3-ს ამარცხდებდა, ძნელი სათქმელია რამ იმოქმედა მასზე უარყოფითად, თუმცა ფაქტია, რომ ზედიზედ ათი გეიმი დათმო. საერთო ჯამში საბალენკამ 2 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება შნაიდერს, რომელიც რეიტინგში 23-ე ნომერია, მის ანგარიშზე 1 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 20-დან 7 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
ცნობისათვის, არინა საბალენკა მარცხით იმდენად იმედგაცრუებული იყო, რომ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარში ჩოგბურთიდან წასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა. რაც შეეხება დიანა შნაიდერს, მისი მეტოქე ნახევარფინალში პოლონელი მაია ხვალინსკა იქნება.