კარლ-ენტონი თაუნსი, ნიუ იორკ ნიქსი, ჯეილენ ბრანსონი, სან ანტონიო სპურსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ჯეილენ ბრანსონის შოუ - ნიქსმა სუპერფინალი მოგებით დაიწყო

„ნიქსის“ მოგებების სერია გრძელდება - ნიუ-იორკელებმა სტუმრად „სან ანტონიო სპურსს“ სუპერფინალის პირველი თამაშიც მოუგეს - 105:95.

პირველ და მეორე მეოთხედებში „სპურსი“ უკეთესად გამოიყურებოდა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობითაც გავიდა (55:48). მესამე მეოთხედის შუაში „სან ანტონიოს“ უპირატესობა 14 ქულამდეც გაიზარდა (65:51), თუმცა „ნიქსმა“ ბოლო მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა და სერიაში დაწინაურდა - 1:0.

„ნიუ იორკის“ ლიდერმა, ჯეილენ ბრანსონმა 30 ქულა ჩააგდო, კარლ-ენტონი თაუნსს ორმაგი დუბლი ჰქონდა (18 ქულა, 12 მოხსნა), ოჯი ანუნობი კი თანაგუნდელებს 17 ქულით შეეშველა. ამგვარად, „ნიქსს“ „ატლანტასთან“ ორი მარცხის შემდეგ პლეიოფში ზედიზედ 12 მოგება აქვს.

რაც შეეხება „სან ანტონიოს“, ვიქტორ ვემბანიამას 26 ქულა და 12 მოხსნა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგმა ფინალებში სადებიუტო შეხვედრაში 6-ჯერ დაკარგა ბურთი და თამაშიდან მხოლოდ 6-ჯერ ისროლა ზუსტად (12-დან 4 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი). სტეფონ კასლმა 17 ქულა ჩააგდო, ჯულიან შამპეინმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა (16 ქულა, 10 მოხსნა).

ტეხასელებს სერიაში ანგარიშის გათანაბრების საშუალება უკვე 6 ივნისს მიეცემათ, შემდეგ 2 მატჩს კი ნიუ-იორკის ლეგენდარული „მედისონ სქვერ გარდენი“ უმასპინძლებს (9 და 11 ივნისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1999 წლის შემდეგ პირველად | ნიქსის დომინაცია კლივლენდთან და სუპერფინალი
1999 წლის შემდეგ პირველად | ნიქსის დომინაცია კლივლენდთან და სუპერფინალი