დევინ ბუკერი, კარლ-ენტონი თაუნსი, დემიენ ლილარდი, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

ლილარდის ბრწყინვალე პერფორმანსი | ბერდის და ჰოჯესის შედეგი გაიმეორა

NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩის გამართვამდე სხვადასხვა კონკურსი ჩატარდა.

Shooting Stars-ის კონკურსში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ფინალში Team Knicks-ი და Team Cameron-ი გავიდნენ. ფინალი ნიქსის სამეულმა მოიგო, 48 ქულა დააგროვა. ჯეილენ ბრანსონმა, კარლ-ენტონი თაუნსმა და ალან ჰიუსტონმა შემდეგ სამეულს აჯობეს: კონ კნიპელი, ჯეილენ ჯონსონი და კორი მაგეტი.

სამქულიანების კონკურსი დემიენ ლილარდმა მოიგო (კარიერაში მესამედ). აღსანიშნავია, რომ წარსულში სამქულიანების კონკურსში ლარი ბერდმა და კრეიგ ჰოჯესმაც სამჯერ გაიმარჯვეს.

ფინალში ლილარდმა 29 ქულა დააგროვა, დევინ ბუკერსა (27 ქულა) და კონ კნიპელს (17 ქულა) აჯობა. მან მართლაც წარმოუდგენელი შეძლო, აქილევსის მყესის ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვების მიუხედავად ლიგისგან სპეციალური ნებართვა მიიღო და ტიტული დაიცვა.

ჩატენვების კონკურსში ოთხი მონაწილე იყო: კეშად ჯონსონი, კარტერ ბრაიანტი, ჯექსონ ჰეისი და ჯეის რიჩარდსონი. ფინალი კეშად ჯონსონმა 97,4 ქულით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 18 ქულა - ტენერიფემ ბრეოგანს მოუგო
შერმადინის 18 ქულა - ტენერიფემ ბრეოგანს მოუგო