შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

გილჯეს-ალექსანდერის 30 ქულა | ოკლაჰომამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩი გაიმართა - „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ საკუთარ კედლებში „სან ანტონიო სპურსი“ დაამარცხა (122:113) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ნახევარი მოქმედმა ჩემპიონმა 11 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში „სპურსმა“ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო მეოთხედში უპირატესობა ისევ „ოკლაჰომას“ მხარეს იყო.

ლიგის მოქმედ MVP-ს, შეი გილჯეს-ალექსანდერს ორმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა (30 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება), ალექს კარუზომ 17 ქულა ჩააგდო, ისაია ჰარტენშტაინმა კი ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში (10 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება).

„სპურსს“ სტეფონ კასლმა ულიდერა (25 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა), დევინ ვესელს 22 ქულა ჰქონდა, ვიქტორ ვემბანიანას ანგარიშზე კი 21 ქულა, 17 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება იყო.

 23 და 25 მაისს სერიის მომდევნო მატჩები სან ანტონიოში გაიმართება, მეხუთე შეხვედრა კი ოკლაჰომაში 27 მაისსაა ჩანიშნული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მამუკელაშვილს სხვაგან 3-4-ჯერ მეტს გადაუხდიან“ - Sports Illustrated
    „მამუკელაშვილს სხვაგან 3-4-ჯერ მეტს გადაუხდიან“ - Sports Illustrated