გამარჯვებით დაიწყო - ალკარასმა დოჰაში რინდერკნეშს მოუგო
დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის 1/16-ფინალში ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი ფრანგ არტურ რინდერკნეშს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველ სეტში ალკარასმა მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა და ისე მოიგო. ესპანელმა მოწინააღმდეგის ჩაწოდება მე-5 გეიმში აიღო და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
მეორე სეტი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დიდებულად ასპარეზობდნენ და ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზეც დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ და კარლოს ალკარასმა 7:5 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ATP რეიტინგის პირველმა ნომერი გასული წლის დოჰას ტურნირი ჩააგდო და მეოთხედფინალში ლეჰეჩკასთან დამარცხდა. ტურნირის ჩემპიონი კი რუბლევი გახდა.
ცნობისთვის, დოჰას ტურნირზე იანიკ სინერიც ასპარეზობს და არის შანსი, რომ ალკარასის და სინერის დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ.