რიბაკინას ქველმოქმედება: პრიზი ყაზახეთის ჩოგბურთის განვითარებისთვის
როგორც მოგეხსენებათ, ავსტრალიის ღია პირველობა ელენა რიბაკინამ მოიგო. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის მოგებით 26 წლის ჩოგბურთელმა 2 მილიონ 800 000 დოლარი გამოიმუშავა.
სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელენამ მოგებული თანხის დიდი ნაწილი ყაზახეთში არსებულ საჩოგბურთო სკოლებს გადაურიცხა.
რიბაკინას სურს, რომ ქვეყანა, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარა, სამაგიერო გადაუხადოს და ყაზახ დამწყებ ჩოგბურთელებს გზა გაუხსნას.
შეგახსენებთ, რომ ელენა წარმოშობით რუსია, თუმცა 2018 წლიდან ყაზახეთის სახელით თამაშობს. 2018 წელს მან ყაზახეთის მოქალაქეობა მიიღო.
ელენას რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია ფინანსურად არ დაეხმარა, ხოლო ყაზახებმა მას ყველანაირი დახმარება გაუწიეს. სწორედ ეს გახდა ელენას ქველმოქმედების მიზეზი