„საქართველოში წასვლა შეცდომაა“ - მახაჩევი გარის შესახებ
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა რუსულ Sport 24-თან ინტერვიუს დროს ამავე წონითი დივიზიონის მებრძოლის, იან გარის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარიმ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით შეცდომა დაუშვა.
რას ამბობს ისლამი:
„წარსულშიც არა ერთხელ მითქვამს, რომ მებრძოლებისთვის, ბრძოლამდე 2-3 თვით ადრე, ჭიდაობაში მოსამზადებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლა დიდი შეცდომაა, შეცდომაა სადმე სხვა ბანაკში მომზადება. პირიქით, ეს მათ ბოროტ საქმეს უკეთებს და ტყუილ თავდაჯერებას აძლევს, რადგან ადამიანი მიდის რამდენიმე თვით მოსამზადებლად და საკუთარ თავში ტყუილი თავდაჯერებულობა უჩნდება. ეს ასე არ მუშაობს. 2-3 თვეში ჭიდაობის სწავლა შეუძლებელია. ამას ბავშვობიდან უნდა აკეთებდე, მრავალი წლის განმავლობაში.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ იან „მაჩადო“ გარი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და გორში, ნუგზარ სხირელის საჭიდაო სკოლაში ქართველ მოჭიდავეებთან ერთად ვარჯიშობს.