მერაბ დვალიშვილი, დომინიკ კრუზი
Aa
Aa

„ჩემი სტილი ასეთი მებრძოლების შეჩერებაზეა აგებული“ - დომინიკ კრუზი მერაბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი მებრძოლი და ორგზის ჩემპიონი, დომინიკ კრუზი ხორხე მასვიდალის პოდკასტის სტუმარი იყო და ერთ-ერთი კითხვა მას სწორედ მერაბ დვალიშვილის შესახებ დაუსვეს.

დომინიკ კრუზი:

„რა მოხდებოდა, ფორმის პიკზე ყოფნისას რომ მერაბთან მეჩხუბა? ამაზე მეც მიფიქრია. ახლა აღარ ვჩხუბობ, ამიტომ არ მინდა რომ რასაც ახლა ვიტყვი, „თრეშთოქინს“ ჰგავდეს, თუმცა მართლა მჯერა, რომ მის საბრძოლო სტილს კარგად დავუპირისპირდებოდი.

მერაბს თეიქდაუნების გაკეთება უყვარს, ჩემი სტილი კი სწორედ ასეთი მებრძოლების შეჩერებაზეა აგებული - თეიქდაუნებისგან დაცვა, კუთხეების შეცვლა, კარდიოს იარაღად გამოყენება. სწორედ ამის გაკეთება მიყვარს ოქტაგონში. მერაბი კარდიოზე მუშაობას ძალიან დიდ დროს უთმობს, მე კი ამას 24/7-ზე ვაკეთებდი“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლოს 2025 წლის დეკემბერში იჩხუბა, როცა პიოტრ იანთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დათმო. მომდევნო ბრძოლას „მანქანა“ ისევ რუსი მებრძოლის წინააღმდეგ გამართავს და ტიტულის დაბრუნების შესაძლებლობა ექნება, თუმცა ამ დაპირისპირების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება დომინიკ კრუზს, მან კარიერა 2022 წელს, მარლონ ვერასთან მარცხის შემდეგ დაასრულა. სულ კრუზის ანგარიშზე MMA-ში 24 მოგება და 4 მარცხია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის ახალი სამსახური | დვალიშვილის სახალისო ვიდეო და შეთავაზება იანს
მერაბის ახალი სამსახური | დვალიშვილის სახალისო ვიდეო და შეთავაზება იანს