მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ChatGPT ამბობს, რომ მე მოვიგე“ | ომალიმ მერაბთან პირველი ჩხუბი გაიხსენა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, მერაბ დვალიშვილთან გამართული პირველი ჩხუბი გაიხსენა. „შუგასა“ და „მანქანის“ საჩემპიონო დაპირისპირება ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართა და ომალი ახლაც მიიჩნევს, რომ ის ორთაბრძოლა მას უნდა მოეგო.

„UFC-იმ თეთრი სახლის ღონისძიებისთვის რაღაც გრანდიოზული უნდა გააკეთოს. დაგვპირდნენ, რომ „სფეროში“ რაღაც მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ კარგი არაფერი გამოვიდა. რომ მომეგო, სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ წავაგე...

რამდენჯერ უნდა გავიმეორო? პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები... ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. თავდაპირველად არ იცოდნენ, მაგრამ ახლა იციან. ხელოვნურ ინტელექტს რომ მიმართოთ და ჰკითხოთ: „ამ ჩხუბში ვინ გაიმარჯვა?“ — პასუხი აშკარა იქნება. ChatGPT ამბობს: „პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები ომალიმ მოიგო“. ხელოვნურმა ინტელექტმა იცის!“

ცნობისთვის, დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ორმა მსაჯმა „მანქანის“ სასარგებლოდ 48:47 დააფიქსირა, ერთმა კი — 49:46.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე