„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
მონტასარ ტალბი ტუნისელი ფეხბურთელია, რომელიც 2021/22 წლებში „რუბინის“ ღირსებას იცავდა. ტალბიმ CAPTEMEDIA-ს ინტერვიუ მისცა და დაასახელა მოთამაშე, რომელმაც ვარჯიშებზე მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ტუნისელმა „კვარა“ გამოარჩია.
„ხვიჩა კვარაცხელიას დავასახელებ, რომელსაც რუბინიდან ვიცნობ. კვარა ფეხბურთელებს ისე მარტივად სცდებოდა, რომ პირველივე ვარჯიშზე შევამჩნიე. შეეძლო ბურთი მიეღო და მთელი გუნდი მოეტყუებინა. მახსოვს, ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი და მათ ვეუბნებოდი: „ბიჭებო, ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს, ეს ბიჭი ძალიან მაგარია.“
შემთხვევითობა არაა ის, რასაც ახლა კვარაცხელიასგან ვხედავთ. მეურვის მოტყუების გარდა, მას წარმატების მიღწევის, დაცვაში ჩასვლისა და თანაგუნდელების დახმარების სურვილი ჰქონდა. ასეთი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელების ხილვა ძალიან მახარებს.
რა იყო ყველაზე გამაოცებელი რუბინში ხვიჩას შესახებ? ფეხბურთელების ჩამოშორების საოცარი უნარი ჰქონდა. შეეძლო ბურთი ჩვენს ნახევარზე მიეღო, 3, 4, 5 ან 6 მეტოქე ჩამოეშორებინა და სახიფათო მომენტი შეექმნა. მკვდარი სიტუაციებისას მას სახიფათო მომენტების შექმნის უნარი ჰქონდა. მარტივად ახერხებდა მეტოქეების მოტყუებას და შანსების შექმნას.“
ცნობისთვის, ტალბი ამჟამად „ლორიენის“ ღირსებას იცავს და ტუნისის ნაკრებში 59 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან „რუბინი“ 2022 წელს დატოვა და ფრანგულ კლუბს მიაშურა.